შპს „შიდა ქართლის პროფესიული კოლეჯი 2026“-ის მისია, ხედვა და ღირებულებები.
კოლეჯის მისია
კოლეჯის მისიაა, შექმნას მრავალფეროვანი, ინკლუზიური და განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ახალი ცოდნა, განივითაროს პროფესიული და პიროვნული კომპეტენციები და საკუთარი პოტენციალი რეალურ წარმატებად აქციოს.
კოლეჯი ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და პრაქტიკაზე ორიენტირებული პროფესიული განათლებით ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობას, საზოგადოების გაძლიერებასა და რეგიონის მდგრად განვითარებას.
კოლეჯის ხედვა
კოლეჯის ხედვაა, ჩამოყალიბდეს თანამედროვე, მრავალპროფილურ პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრად, რომელიც აერთიანებს ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს პიროვნული, პროფესიული და საზოგადოებრივი განვითარებისთვის.
კოლეჯის განვითარების პრიორიტეტია ხარისხიანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
კოლეჯის ღირებულებები
- ხარისხი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, სწავლებისა და შეფასების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და შედეგებზე ორიენტირებული მუდმივი განვითარება.
- თანასწორობა ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მრავალფეროვნებისა და პიროვნების ღირსების პატივისცემა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
- კეთილსინდისიერება საქმიანობის განხორციელება ეთიკის, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.
- ინოვაცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების ახალი მიდგომების დანერგვა, უწყვეტი სწავლისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
- თანამშრომლობა პროფესიულ სტუდენტებთან, მსმენელებთან, დასაქმებულებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი ურთიერთობის განვითარება, შრომის ბაზრის საჭიროებების გათვალისწინება და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა.