ENG

სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები

სტუდენტის ძირითადი უფლებები და მოვალეობები, კოლეჯის შინაგანაწესისა და ერთიანი წესის მიხედვით.

სტუდენტს უფლება აქვს

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება და ისარგებლოს კოლეჯის რესურსებით, ბიბლიოთეკით და სერვისებით;
  • იყოს ინფორმირებული პროგრამის, განრიგის, შეფასების პირობებისა და მისი სტატუსის შესახებ;
  • შეფასებამდე იცოდეს დავალება, მოთხოვნები და სწავლის შედეგის დადასტურების კრიტერიუმები;
  • გამოხატოს აზრი, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის შეფასებაში და მიმართოს კოლეჯს უფლებების დაცვისთვის;
  • გაასაჩივროს შეფასების შედეგი, საკვალიფიკაციო კომისიისა და დისციპლინური გადაწყვეტილებები;
  • ისარგებლოს შიდა და გარე მობილობით, სტატუსის შეჩერებითა და აღდგენით;
  • მიიღოს მხარდაჭერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შემთხვევაში;
  • დაცული იყოს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ძალადობისგან, და მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კანონის შესაბამისად.

საჩივარი განიხილება მიუკერძოებლად და კონფიდენციალურად. საჩივრის წარდგენის გამო უარყოფითი მოპყრობა აკრძალულია.

პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში

კოლეჯი წერილობით გაცნობებთ ცვლილებას და განგიმარტავთ უფლებებს. შეგიძლიათ:

  • დაასრულოთ სწავლა იმ პროგრამაზე, რომელზეც ჩაირიცხეთ;
  • ისარგებლოთ მობილობით კოლეჯის სხვა პროგრამაზე ან სხვა დაწესებულებაში.

პროგრამის გაუქმებისას კოლეჯი ხელს გიწყობთ სხვა დაწესებულებაში გადასვლაში, გთავაზობთ იმავე მიმართულების სხვა პროგრამას ან გაძლევთ სწავლის დასრულების საშუალებას.

სტუდენტის მოვალეობებია

  • დაიცვას შინაგანაწესი, ხელშეკრულების პირობები და სასწავლო პროცესის წესები;
  • შეფასებისას წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ნამუშევარი. პლაგიატი და შეფასებაზე ზეწოლა აკრძალულია;
  • პატივი სცეს სხვებს, დაიცვას თანასწორობა და უსაფრთხოება;
  • გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას, ტექნიკას, ციფრულ რესურსებს და სხვების მონაცემებს;
  • შეფასებაზე გამოცხადდეს დროულად. 20 წუთზე მეტი დაგვიანებისას დაშვებას წყვეტს სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.

დისტანციური მეცადინეობისას

  • დაესწარით ონლაინ მეცადინეობებს და დროულად შეასრულეთ დავალებები;
  • გქონდეთ საჭირო ტექნიკა, ინტერნეტი და შესაფერისი სამუშაო ადგილი;
  • პლატფორმაზე შედით მხოლოდ საკუთარი ანგარიშით;
  • მეცადინეობისას ვიდეოკამერა ჩართული იყოს, მიკროფონის გამოყენება მასწავლებელთან შეთანხმებით.

დისციპლინური პასუხისმგებლობა

დარღვევისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება, საყვედური ან, მძიმე შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტა. საქმეს განიხილავს კომისია, სტუდენტს აქვს მოსმენისა და გასაჩივრების უფლება. დაწვრილებით: შინაგანაწესი.