ENG

სტუდენტის გზამკვლევი

პროფესიული სტუდენტის გზა რეგისტრაციიდან დიპლომამდე, მოკლედ. თითოეულ ეტაპზე დაწვრილებითი ინფორმაცია შესაბამის გვერდზეა.

  1. აირჩიე პროგრამაგაეცანი პროგრამებს, გაიარე ტესტი „აღმოაჩინე პროფესია“ ან მიიღე უფასო კონსულტაცია.
  2. დარეგისტრირდირეგისტრაცია მიმდინარეობს vet.emis.ge-ზე, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. დახმარებისთვის შეავსე ონლაინ რეგისტრაცია.
  3. გაიარე შერჩევაგასაუბრება, წერილობითი ან პრაქტიკული დავალება. შედეგს 2 სამუშაო დღეში გაიგებ, გასაჩივრება შეგიძლია 3 სამუშაო დღეში. იხ. ინფორმაცია აპლიკანტებისთვის.
  4. ჩაირიცხეწარადგინე დოკუმენტები დადგენილ ვადაში და გააფორმე საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება.
  5. დაესწარი საინფორმაციო შეხვედრასგაეცნობი კალენდარს, განრიგს, შეფასების წესებს, სერვისებს და შენს უფლებებს. იხ. სტუდენტური სერვისები.
  6. ისწავლე და გაიარე შეფასებებითითოეული სწავლის შედეგი უნდა „დადასტურდეს“. თუ ვერ მოხერხდა, გაქვს განმეორებითი შეფასების და გასაჩივრების უფლება. იხ. სასწავლო რეგულაციები.
  7. გაიარე პრაქტიკაპრაქტიკის დაწყებამდე გაიგებ ვადებს, სამუშაო საათებს და მისაღწევ შედეგებს.
  8. ჩააბარე საკვალიფიკაციო გამოცდაგამოცდა ტარდება სწავლის დასრულებიდან ერთ თვეში, როცა ყველა სწავლის შედეგი დადასტურებულია.
  9. მიიღე დიპლომიდიპლომი და მისი დანართი გეძლევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

კარგია იცოდე

  • სწავლის შეჩერება შეგიძლია 5 წლამდე ვადით, მოპოვებული კრედიტები შენარჩუნდება.
  • სხვა პროგრამაზე ან სხვა კოლეჯში გადასვლა შესაძლებელია მობილობით.
  • თუ ადრე უკვე ისწავლე მსგავსი რამ, ჩარიცხვიდან 30 დღეში შეგიძლია მოითხოვო აღიარება.
  • სპეციალური საჭიროების შემთხვევაში გაქვს უფლება მიიღო მხარდაჭერა: შშმ პირების მხარდაჭერა.
  • უფლებები და მოვალეობები: სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, ქცევის წესები: შინაგანაწესი.